ფონდის წესდება


 

ჩვენი მცირე ისტორია

  • 2015 წელს დაარსდა მიხეილ ახალაძის სახელობის ფონდი "მამაშვილობა".  ამავე წლიდან  ფონდის ეგიდით საფუძველი ჩაეყარა კულტურულ ღონისძიებებსა და საგამომცემლო პროექტებს. ფონდმა აქტიური თანამშრომლობა დაიწყო თამარ მეფის უნივერსიტეტთან და სტუდია მირკანთან.
  • 2023 წელს სტრუქტურული განახლების შემდეგ ფონდმა გააფართოვა საქმიანობის სფერო და ბინა დაიდო საგურამოში. ახალ ბაზაზე დაფუძნდა  სულიერებისა და კულტურის ქართული ცენტრი "მამაშვილობა", რომელიც მოიცავს სივრცეს გამოფენებისა და ღონისძიებებისთვის, საეკლესიო-ისტორიული დარბაზს, ბიბლიოთეკს, წიგნის მუზეუმს, სამლოცველს, ლიტერატურულ სალონს, საოჯახო-ეთნოლოგიური მუზეუმს და სასწავლო აუდიტორიას.

 


 

ჩვენი  საქმიანობა

გარდა საგამომცემლო და მულტიმედიური პროექტებისა ფონდი უმეტესად მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის შემეცნების ამაღლების მიმართულებით. ფოკუს ჯგუფებში მოიზრება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები, რომლებსაც საშუალება ეძლევათ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ჩვენს ცენტრში გაატარონ გარკვეული დრო, დაესწრონ სემინარებს და მონაწილეობა მიიღონ საინტერესო შემეცნებით და გასართობი ღონისძიებებში.

 


 

საზოგადოება და თანამშრომლობა

ფონდი მუმდმივად ვითარდება და ყველასთან ღიაა თანამშრომლობისთვის პროექტების შესაბამისად. ამ ეტაპზე გვაქვს ფონდის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე, ელფოსტა და საკონტაქტო ნომერი როგორც პირდაპირი ზარისთის ასევე Viber და WhatsApp კავშირისთვის. ყოველივე ეს კი მშვენიერი სივრცეა დისკუსიისათვის, აზრების ურთიერთგაზიარებისათვის, ასევე ჩვენი ფონდისთვის ინტელექტუალური, სულიერი და მატერიალური მხარდაჭერის გამოსახატავად. შემოგვიერთდით, რათა ერთად შევძლოთ ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე - ჩვენს შვილებზე, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე!